Header Ads

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები 9 აგვისტოს განახლდება

პრეზიდენტის სასახლე

უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები 9 აგვისტოს განახლდება. 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობის კუთხით მუშაობენ და ამ საკითხს სწავლობენ.

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, შემდეგ კვირაში სავარაუდოდ გაიმართება კონსულტაციები სახალხო დამცველთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, ასევე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები 9 აგვისტოს განახლდება. 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობის კუთხით მუშაობენ და ამ საკითხს სწავლობენ.

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, შემდეგ კვირაში სავარაუდოდ გაიმართება კონსულტაციები სახალხო დამცველთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, ასევე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.