Header Ads

Amazon-ს კიდევ ერთი კომპანია შეუერთდა

ინტერნეტმაღაზია Party City Amazon-ს შეუერთდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

Party City-მ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიის გვერდზე ჰელოუინის კოსტიუმებს გაყიდის. 

თუ ეს გეგმა გაამართლებს, კომპანია საშობაო და საახალწლო დეკორაციების გაყიდვასაც დაიწყებს. 

კომპანია Amazon-თან გაერთიანებას იმით ხსნის, რომ Party City უკვე საკმარისად წარმატებული კომპანიაა იმისთვის, რომ Amazon-თან ითანამშრომლოს, მედიაში კი ამ გაერთიანებას Amazon-ის მონოპოლიად აფასებენ. 

Amazon-მა 2018 წლის მეორე კვარტალში თავისი მოგება 13-ჯერ გაზარდა და მონაცემები პირველად გადაცდა ორ მილიარდ დოლარს. Amazon-ის კვარტალური ანგარიში Facebook-ის მონაცემების პარალელურად გამოქვეყნდა. ონლაინმაღაზიამ მოგებით Facebook-ს გაუსწრო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.