Header Ads

ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს ლიდერებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მუჰამედ ბადი

ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მათ ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს.

საძმოს ყველაზე ცნობილი ლიდერი, მუჰამედ ბადი 2013 წლის აგვისტოში, საკუტარ ბინაში დააპატიმრეს.

ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გადაგდების შემდეგ, მუსლიმთა საძმო ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და პროტესტისაკენ მოუწოდებდა. პოლიციასა და მორსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს, რამდენიმე დღეში ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მუსლიმთა საძმო ტრადიციული სუნიტური ისლამური ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებულია 1928 წელს ეგვიპტეში, ისლამმცოდნის და სკოლის მასწავლებლის, ჰასან ალ-ბანის მიერ. ორგანიზაციამ არაბულ სამყაროში მხარდამჭერები მოიპოვა და გავლენა მოახდინა სხვა ისეთ ისლამურ დაჯგუფებებზე, როგორიცაა ჰამასი. ის, ასევე, მიჩნეულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერად და შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შემდეგი ქვეყნების მიერ: ბაჰრეინი, ეგვიპტე, რუსეთი, სირია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

საძმო თავის თავს მშვიდობიან, დემოკრატიულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მისი ლიდერები გმობენ ძალადობასა და ძალადობრივ აქტებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.