Header Ads

პარკინსონისა და ეპილეფსიის წამლები შესაძლოა წლის ბოლომდე გაიაფდეს

წლის ბოლომდე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა, გაიაფდეს, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მარგველაშვილის თქმით, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტების გაიაფება ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება.

„დავიწყეთ მოლაპარაკება იმ კუთხით, თუ რა არის საჭირო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა მედიკამენტებზე მოსახლეობისთვის ფასი შემცირდეს. ასევე, ჩატარდა კვლევა, რომ სწორად შეგვერჩია საჭირო მედიკამენტები და მათი ოდენობა. ამ ეტაპზე, შეირჩნენ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები და მათთვის აუცილებელიო მედიკამენტები.

რაც შეეხება იმას, რა არის მიზეზი და რა ინტერესი აქვთ კომპანიებს, რომ მედიკამენტებს ფასი დააკლონ, არის ის, რომ პირველ რიგში, მათ აქვთ კორპორატიული, მოსახლეობის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის მათი კეთილი ნების ნაბიჯი, რომ მოსახლეობას რომელსაც არ აქვს ამდენი საშუალება, რომ წამლებში დახარჯოს ამდენი თანხა, ფასი შეუმცირდეთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ კომპანიას რაღაც წამალი კონკრეტული რაოდენობით აქვს გასაყიდი, მას ფული ეხარჯება ამ წამლის მარკეტინგსა და რეკლამირებაზე. ამ შეთანხმებით კი ეს ხარჯი ეხსნებათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

წლის ბოლომდე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა, გაიაფდეს, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მარგველაშვილის თქმით, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტების გაიაფება ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება.

„დავიწყეთ მოლაპარაკება იმ კუთხით, თუ რა არის საჭირო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა მედიკამენტებზე მოსახლეობისთვის ფასი შემცირდეს. ასევე, ჩატარდა კვლევა, რომ სწორად შეგვერჩია საჭირო მედიკამენტები და მათი ოდენობა. ამ ეტაპზე, შეირჩნენ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები და მათთვის აუცილებელიო მედიკამენტები.

რაც შეეხება იმას, რა არის მიზეზი და რა ინტერესი აქვთ კომპანიებს, რომ მედიკამენტებს ფასი დააკლონ, არის ის, რომ პირველ რიგში, მათ აქვთ კორპორატიული, მოსახლეობის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის მათი კეთილი ნების ნაბიჯი, რომ მოსახლეობას რომელსაც არ აქვს ამდენი საშუალება, რომ წამლებში დახარჯოს ამდენი თანხა, ფასი შეუმცირდეთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ კომპანიას რაღაც წამალი კონკრეტული რაოდენობით აქვს გასაყიდი, მას ფული ეხარჯება ამ წამლის მარკეტინგსა და რეკლამირებაზე. ამ შეთანხმებით კი ეს ხარჯი ეხსნებათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.