Header Ads

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება, საქართველომ მეორე შეხვედრა ბელარუსის ნაკრებთან გამართა. ფინეთთან ნათამაშები დრამატული ფრეს (25:25) შემდეგ, ქართველებმა ბელარუსის ძლიერ გუნდს აჯობეს და 32:24 გაიმარჯვეს. ინფორმაციას ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თამაშისას გამოირჩეოდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 20 გოლი გაიტანა.

შეხვედრის განმავლობაში ცხოვრებაძემ ოცჯერ დაარტყა მეტოქის კარში და 15 გოლი შეაგდო, დანარჩენი 5 კი შვიდმეტრიანიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა 8 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა იყო რამდენიმე მონაკვეთი როდესაც 10 ბურთითაც იგებდა.

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა ოლეგ შარეიკამ კი თქვა: „ვფიქრობ, იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის მსვლელობისას მოთამაშეები ბევრჯერ გაგვიძევეს. დღეს, ალბათ, დაცვაშიც ვერ ვითამაშეთ საუკეთესოდ'.

ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში. ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი 2020 წლის ოცწლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოვა.

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყო და ფინალური თამაში 19 აგვისტოს გაიმართება.

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება, საქართველომ მეორე შეხვედრა ბელარუსის ნაკრებთან გამართა. ფინეთთან ნათამაშები დრამატული ფრეს (25:25) შემდეგ, ქართველებმა ბელარუსის ძლიერ გუნდს აჯობეს და 32:24 გაიმარჯვეს. ინფორმაციას ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თამაშისას გამოირჩეოდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 20 გოლი გაიტანა.

შეხვედრის განმავლობაში ცხოვრებაძემ ოცჯერ დაარტყა მეტოქის კარში და 15 გოლი შეაგდო, დანარჩენი 5 კი შვიდმეტრიანიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა 8 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა იყო რამდენიმე მონაკვეთი როდესაც 10 ბურთითაც იგებდა.

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა ოლეგ შარეიკამ კი თქვა: „ვფიქრობ, იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის მსვლელობისას მოთამაშეები ბევრჯერ გაგვიძევეს. დღეს, ალბათ, დაცვაშიც ვერ ვითამაშეთ საუკეთესოდ".

ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში. ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი 2020 წლის ოცწლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოვა.

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყო და ფინალური თამაში 19 აგვისტოს გაიმართება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.