Header Ads

რუსეთში გეების საწინააღმდეგო კანონის თანახმად, პირველი თინეიჯერი დააჯარიმეს

16 წლის მაქსიმ ნევეროვი, რომელიც სოციალურ ქსელში VKontakte ნახევრადშიშველი კაცების ფოტოებს აქვეყნებდა, სასამართლომ 50 ათასი რუბლით (დაახლოებით 1800 ლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ქალაქ ბიისკის სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოტოები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას შეიცავდა. მისი ადვოკატი ამას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

რუსეთში, რეგულაცია, რომელიც „გეი-პროპაგანდის კანონის“ სახელთაა ცნობილი, დუმამ 2013 წელს მიიღო. მას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. კანონის მიზანია, დაიცვას მოზარდები ისეთი შინაარსის მასალებისგან, რომელიც ჰომოსექსუალიზმს საზოგადოების ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად წარმოაჩენს.

რუსეთში ჰომოსექსუალობა 1993 წლიდანაა დეკრიმინალიზებული, თუმცა ქვეყანაში ანტი-ლგბტ განწყობები მაღალია.

რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული კანონით 'მორალს' იცავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.