Header Ads

პიკემ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოფიციალურად დატოვა

ჟერარ პიკე

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრებში კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ინფორმაციას ესპანური AS TV ავრცელებს.

„ნაკრებთან, ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო თასზე, დიდებული დრო გავატარე, მაგრამ ეს ისტორია დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში გამოვცადე არაერთი არაჩვეულებრივი რამ, მაგრამ ზოგჯერ, ესეც უნდა დასრულდეს და ამისთვის, სწორი დრო უნდა სეარჩიო“ - თქვა 31 წლის ფეხბურთელმა.

პიკემ ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან, 103 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

რამდენიმე ტვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟერარ პიკემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.