Header Ads

(ვიდეო) ცხოვრება გაუსაძლის პირობებში ყველასგან მიტოვებული მამაკაცი

ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, ქოხი რომელი ფიცრებისგან არის შეკოწიწებული და დამტვრეული ჭურჭელი. ყოველ დღე ღმერთის და კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად. მიტოვებული მამაკაცი მინდორში და ამავდროულად შუქალაქში ცხოვრობს.

XX მიკრო-რაიონში ღია ცის ქვეშ მცხოვრები 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი უკვე ერთი თვეა საწოლში წევს და ავადმყოფობას გაუსაძლის პირობებში ღია ცის ქვეშ, მინდორში ებრძვის. ავადმყოფს საკვებით მოსახლეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან ამარაგებენ თუმცა მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ჭამაც არ შეუძლია.

როგორც ჩვენთან საუბარში XX მიკრო-რაიონში მცხოვრებები აცხადებენ, უკვე ერთი თვეა მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარებაც. ნათესავებმა სახლში გადაიყვანეს საცხოვრებლად, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ისევ უკან დაბრუნდა. ავადმყოფს საუბარი უჭირს, თავს შეუძლოთ გრძნობს და დახმარებას ითხოვს.

ინფო რუსთავი არნიშნულ საკითხთან დაკავშიებით რუსთავის მერიის სოციალური სამსახურს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნინო ქირია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ  სოციალურმა სამსხურმა იზრუნა ამ მამაკაცზე. წამოიყვანა იმ ადგილიდან სადაც ცხოვრობდა და მუშაობა ერთერთი ობიექტის დაცვაში დააწყებინა, დაენიშნა ასევე სოციალური დახმარება. მამაკაცი კმაყოფილი იყო არსებული სიტუაციით, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ინტენსიური სმა, რის გამოც სამსახურიდან გამოუშვეს. სოციალურმა სამსახურმა უპოვა მას ასევე და, თუმცა მან მამაკაცის სახლში წაყვანაზე უარი განაცხადა. მსგავს მდგომარეობაში მყოფი კი არც კერძო და არც სახელმწიფო დაწესებულებამ არ მიიღო.

წყარო: ინფო რუსთავი

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.