Header Ads

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა რა ვერსიებზე საუბრობს შსს

შსს

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული ლ.ს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დოლიძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასევე მიმდინარეობს მეზობლებისა და შესაძლო თვითმხილველების პირველადი გამოკითხვა.

შსს-ში ვერსიებზე უწყებაში არ საუბრობენ. დამატებით დეტალებს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

დოლიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე გამომძიებლები ამ დრომდე მუშაობენ.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.