Header Ads

ბურუნდიში მასწავლებელი სტუდენტის გამოცდის ჩაბარების მცდელობისთვის დააკავეს

აღმოსავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფო ბურუნდიში წამყვანი მასწავლებელი დააკავეს. მიზეზი შენიღბვა და სტუდენტის მაგიერ სახელმწიფო გამოცდაზე მისვლა გახდა. ამის შესახებ BBC წერს

ბენჟამინ მანირამბონა პოლიციელებმა საგამოცდო სივრცეში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან კომისიის ერთ-ერთი წევრის ქრთამით მოსყიდვა სცადა. 

მასწავლებელმა გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. ბენჟამინ მანირამბონამ განმარტა, რომ სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე უნდა გასულიყო სომალიში ჯარისკაცად მსახურობს. მისი თქმით, სტუდენტს გამოცდის ჩაბარება უნივერსიტეტში მოსახვედრად სჭირდებოდა. 

მანირამბონამ თქვა, რომ ბურუნდიში დაბრუნებისას სტუდენტი მას ფულად ჯილდოს დაჰპირდა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.