Header Ads

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ტრამპი დოლარს მიზანმიმართულად ასუსტებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა მიზანმიმართულად ასუსტებდეს დოლარს, სავაჭრო ომის ფარგლებში ამერიკის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ასეთი აზრი გაუჩნდათ PMorgan Chase & Co-ს საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

„მართალია, ეს ჩვენი ძირითადი სცენარი არ არის, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მითუფრო, ,თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდულ მინიშნებებს, რომ ისინი დოლარის უფრო სუსტი კურსით არიან დაინტერესებულნი“,  - აცხადებს ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი მაიკლ ფეროლი.

მისი აზრით, ტრამპი ამ ნაბიჯზე შეიძლება წავიდეს ჩინეთის რეგულარულად დადანაშაულების ფონზე, რომელიც იუანის კურსით მანიპულირებს და ჩინური პროდუქციით სავაჭრო უპირატესობას ქმნის. მაგალითისთვის სააგენტოს ტრამპის რამდენიმე ტვიტი მოჰყავს, სადაც ის ჩინეთს და ევროპას სავალუტო კურსის მიზანმიმართულ მანიპულაციაში ადანაშაულებს და რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ნიშნულის აწევა ამერიკულ ეკონომიკას მხოლოდ ზიანს აყენებს.

აშშ-ს ხელისუფლება კურსის ფორმირებაში ინტერვენციით ბოლოს 2000 წელს ჩაერია, როდესაც G7 ევროს კურსის დაცემისას მის გამაყრებაზე შეთანხმდა. დოლარი ბოლოს 2011 წელს იაპონური იენის დასახმარებლად შეისყიდეს, როცა მასზე ქვეყანაში მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა მოახდინა გავლენა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.