Header Ads

ბორის ჯონსონი საზოგადოების კრიტიკისგან მამამ დაიცვა

სტენლი ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის მამა ამბობობს, რომ მისი შვილი საუბრობს „მრავალფეროვან“ ენაზე, რომელსაც „სიტყვის თავისუფლება“ ჰქვია. ის ამართლებს საკუთარ შვილს, რომელმაც მუსლიმთა სამოსელი, ბურკა საფოსტო ყუთს შეადარა, მისი ჩამცმელები კი - ბანკის მძარცველებს. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

ევროპარლამენტის ყოფილი კოსერვატორი წევრი შვილს მოუწოდებს, კიდევ უფრო ბევრი ისაუბროს ამაზე. „ცხადია, ყოველთვის იარსებებს გარემოებები, როცა აკრძალვებსა და  შეზრუდვებს მოისურვებენ“ - თქვა სტენლი ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა თავის სვეტში, რომელიც The Telegraph-ში გამოქვეყნდა, მუსლიმური ბურკა „საფოსტო ყუთს“ შეადარა. სტატია ჯონსონმა დანიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ბურკის ამკრძალავი კანონის მიღების გამო გამოაქვეყნა. შედარებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჯონსონმა თავის სტატიაში ასევე დაწერა, რომ ბურკაში გამოწყობილი მუსლიმი ბანკის მძარცველს ჰგავს.

დღეს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბრენდონ ლუისმა ჯონსონს „ბურკის“ შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა სთხოვა, რაზეც მან უარი თქვა.

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ, ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატის სიტყვების გამო, გამოძიება დაიწყო.

ბურკისა და ნიქაბის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აიკრძალა, მათ შორისაა ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი და ასევე შვედეთისა და ესპანეთის ნაწილები.

ბორის ჯონსონი თანამდებობიდან 9 ივლისს გადადგა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელშიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრის პოსტზე ტერეზა მეის სავარაუდო მემკვიდრეების სიაში რეიტინგის სათავეშია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.