Header Ads

ინიესტამ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა

იაპონიაში ახალგადასულმა ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ესპანელმა ლეგენდამ იაპონიაში პირველი და შესანიშნავი გოლი გაიტანა, - ამის შესახებ goal.com წერს.

დღეს, ინიესტას გუნდი “ვისელ კობე“ იაპონიის J1 ლიგაში „ჯუბილო ივატას“ დაუპირისპირდა. მატჩის მე-15 წუთზე საჯარიმოში მყოფმა ინიესტამ ბურთი მიიღო, 2 ფეხბურთელი ჩამოიტოვა, მეკარეც მოატყუა და ბურთი კარის კუთხეში გაგზავნა. ესპანელმა შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა და “ვისელ კობე“ დააწინაურა. ინიესტას გუნდმა და 2:1 გაიმარჯვა.

ანდრეს ინიესტა იპონიაში მიმდინარე წლის მაისში გადავიდა.

🤨 And some say Andres Iniesta is finished 🔥👏pic.twitter.com/712Mvsu8oF

— Sporting Life Football (@SportingLifeFC) August 11, 2018

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.