Header Ads

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ რა შუაშია?!.

კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია?– კითხვით უპასუხა  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას  “ხომ არ გამოიწვევს ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს მას დაუჭიროს მხარი”

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა არავის მიმართ არ გამოუხატავს.

„პარტიამ თავისი განცხადება დააფიქსირა, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და ყველაფერი იყო ნათლად მიცემული. ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. როგორც ასეთი პარტიას თავისი კანდიდატი არ ყავს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.