Header Ads

გერმანელი სტუდენტი ჩინეთიდან ადამიანის უფლებებზე მომზადებული ნაშრომისთვის გააძევეს

დევიდ მისალი

24 წლის გერმანელი, დევიდ მისალი ჩინეთში, პეკინში, ცინხუას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამას ასრულებდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან ის ქვეყნიდან გააძევეს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

მისალი მომხდარს იმას უკავშირებს, რომ მან უნივერსიტეტისთვის მოამზადა სიუჟეტი, სადაც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების დაბალი ხარისხი განიხილა.

მას დაუკავშირდნენ საიმიგრაციო სამსახურიდან და უთხრეს, რომ მისი სტუდენტური ვიზა გაუქმებული იყო და ერთი კვირა ეძლეოდა ქვეყნის დასატოვებლად და გერმანიაში დასაბრუნებლად.

ჩინეთში 2015 წლიდან ამ დრომდე, ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე 300-მდე აქტივისტია დაკავებული.

 

Soon my China story will have an end. Leaving China in one hour. Sad to be forced out of this country which I still like because of all the wonderful people leaving behind. pic.twitter.com/LQiVlPjvF7

— David Missal (@DavidJRMissal) August 11, 2018

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.