Header Ads

ტურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინიციატივით გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება. კონკურსი მსოფლიოს 164 ქვეყანას მოიცავს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა, ახალი ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინება, მათ შორის, წრიული ეკონომიკისა (circular economy) და გაზიარებითი ეკონომიკის (sharing economy) მიმართულებით. 

კონკურსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტექნოპარკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ მიაწოდეს. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტში ჩართულია ცნობილი საკონსულტაციო კომპანია - Barrabés.biz, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის თვალსაზრისით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.