Header Ads

კვლევა: დიეტის დროს კაცები უფრო მეტს იკლებენ წონაში, ვიდრე ქალები

დანიელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ დიეტის დროს კაცები ქალებზე გაცილებით სწრაფად იკლებენ წონაში. კვლევაში 2224 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 1504 ქალი და 720 კაცი იყო. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Diabetes, Obesity and Metabolism-ში გამოქვეყნდა.

კვლევისას მონაწილეებისთვის დღიური რაციონის ოდენობა 810 კალორია იყო. კვლევა 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შესაბამისი კვებით, ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველჰყოფდა. საბოლოოდ მიიღეს შედეგი, რომ კაცებმა ქალებზე 16%-ით უფრო სწრაფად დაიკლეს წონაში, თუმცა მათ (ქალებისა და კაცების) სისხლში ინსულინის დონის ცვლილება თანაბრად დაფიქსირდა.

პირველი 8 კვირის განმავლობაში კაცებმა დაახლოებით (საშუალოდ) 11.8 კილოგრამი დაიკლეს, ქალებმა კი 10.2 კგ.

ასევე გაირკვა, რომ ქალებმა 8-კვირიანი სპეციალური დიეტის დროს დაკარგეს კაცებთან შედარებით უფრო მეტუ კუნთის მასა და სასარგებლო კანქვეშაცხიმი დაკარგეს, მაგრამ ქალებში უფრო მალე დაიწია ქოლესტერინის დონემ, ვიდრე კაცებში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.