Header Ads

ვლად ლისტევის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა დასახელდა

ვლად ლისტევი

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადისლავ ლისტევის კოლეგამ დიმიტრი ზახაროვმა მისი მკვლელობის შემკვეთად აწ უკვე გარდაცვლილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი დაასახელა. ამის შესახებ მან MixTV-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ზახაროვმა ლისტევის მკვლელობა ОРТ-ზე რეკლამის განთავსებაზე მონოპოლიას დაუკავშირა. ლისტევი სწორედ ამ ტელარხის გენერალური დირექტორი იყო.

„როდესაც გაირკვა, რომ ტელევიზიის შემოსავალი რეკლამებს უკავშირდება, ბევრი შუამავალი გაჩნდა, რომლებსაც რეკლამის განთავსებისგან შემოსავლის მიღება სურდა. მაშინ საშუალო წლიური ბიუჯეტი 4 მილიარდი დოლარი იყო. ვლადთან დაიწყო მუქარის ზარები  და მოთხოვმა, რომ მორატორიუმი გაუქმებულიყო'- განაცხადა ზახაროვმა. 

მისი თქმით, ჟურნალისტი შეცდა, როდესაც მან სამართალდამცავ ორგანოებს დაცვა არ სთხოვა. 

ვლად ლისტევი 1995 წლის 1 მარტს მოსკოვში საკუთარ სახლთან მოკლეს. დანაშაული ამ დრომდე გაუხსნელია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.