Header Ads

ესპანეთში დაიღუპა ჩვილი, რომელიც ცხელ ავტომობილში დატოვეს და დაავიწყდათ

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ მანაკორში დაიღუპა 10 თვის ბავშვი, რომელიც ბაბუამ ავტომობილში დატოვა. კაცს მხოლოდ 8 საათის შემდეგ გაახსენდა ჩვილი. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ცნობილია, რომ კაცი დილით ყავის დასალევად გავიდა კაფეში. უცნობია, სად წავიდა ის კაფედან, თუმცა როცა უკან დაბრუნდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

ორგანიზაცია Kids and Cars-ის მიხედვით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 37 ბავშვი ზაფხულში, ცხელ ამინდში ავტომობილში დატოვების გამო იღუპება.

გასულ წელს მსგავს შემთხვევას 43 ბავშვი ემსხვერპლა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.