Header Ads

როგორ მივიქციოთ ჩვენთვის სასურველი მამაკაცის ყურადღება


მაშინ, როცა ვინმეზე თავდავიწყებით შეყვარებულები ვართ, ყველაზე დიდი სურვილი, რაც კი გაგვაჩნია, ის არის, რომ მისგანაც ვიგრძნოთ იგივე საპასუხოდ. ამიტომ, გამუდმებით ვცდილობთ, რომ მისი ყურადღება მივიქციოთ და დავაინტერესოთ იგი.


უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობა, მისი ყურადღების მიპყრობისა, მიუღებელ ქმედებებში არ გადაგვეზარდოს. ამიტომ, სასურველია, მოვიქცეთ ბუნებრივად, გულრწფელად, ღირსეულად და დამაჯერებლად.


საყვარელი მამაკაცის ყურადღების მისაპყრობად, მისი გრძნობების, როგორც ანთებული ლამპარის შესანარჩუნებლად, TREND. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:


1. ჩახედეთ თვალებში











ფოტო: llwomenstalk.com






ზიხართ ადამიანებით სავსე ოთახში, კაფეში, ბიბლიოთეკაში, ბარში ან ნებისმიერ სხვა ადგილას და უეცრად ხედავთ მას! მისი შემჩნევა კილომეტრიდანაც შეგიძლიათ, რადგან იგი თქვენი ოცნების მამაკაცია, მაგრამ როგორ უნდა შეგამჩნიოთ მან? ამისათვის, ერთ-ერთ მარტივ და წარმატებულ მეთოდად მზერის გამოყენება ითვლება! ჩახედეთ მას თვალებში, ეცადეთ არ იყოთ საშიში, ნაზი და მსუბუქი მზერა სტყორცნეთ. იგი აუცილებლად შეგამჩნევთ და დიდი ალბათობით, გამოსალაპარაკებლადაც მოგიახლოვდებათ!


2. გამოიყენეთ სუნამო











ფოტო: allwomenstalk.com






ყველა ადამიანს თავისი, ინდივიდუალური სურნელი გააჩნია და ბევრი მათგანი სწორედ მათი განსხვავებული სურნელით გვამახსოვრდება. ამიტომ, მუდამ თან ატარეთ თქვენი საყვარელი სუნამო და მისი გამოჩენისთანავე მიიპკურეთ.


3. ყოველთვის იყავით ღია სიახლეებისთვის











ფოტო: allwomenstalk.com






სიახლის მიმართ შიში, ხანდახან, ნორმალურია. თუმცა, მუდმივად ეცადეთ, იყოთ სიახლის ძიებაში. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ვინმესთან ურთიერთობაში. ეს მარტოსაც გჭირდებათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობაში იმყოფებით, ეს აუცილებლობაა! თუ თქვენი ოცნების მამაკაცს თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ახალი შეგრძნებები და გამოცდილება სჭირდება, არ უთხრათ უარი, გაჰყევით ყველგან და ისიამოვნეთ თავადაც!


4. იყავით არაპროგნოზირებადი











ფოტო: allwomenstalk.com






მამაკაცები, რომ ქალის ხასიათში მოულოდნელობებსა და არაპროგნოზირებადობას აღმერთებენ, ეს ახალი არავისთვის არის. ამიტომ, მუდამ ეცადეთ მოუწყოთ სიურპრიზები, აღმოჩნდეთ იქ, სადაც არ გელით, მისგან დამოუკიდებლად დაგეგმოთ რომანტიკული და ცხელი დასვენების დღეები და ა.შ. დაუტოვეთ მას ამოსახსნელად საინტერესო თავსატეხები.


5. ნუ ეცდებით ურთიერთობის შენარჩუნებას











ფოტო: allwomenstalk.com






უპირველესად, გაარკვიეთ როგორი მამაკაცია თქვენს გვერდით. ბევრ მათგანს, მოსწონს, როცა გამუდმებით საჩუქრებს ჩუქნის თავის საყვარელ ქალს, მისი ყველა ნაბიჯი იცის და ა.შ. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ვერ იტანენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ ქალი აკისრებს. შესაბამისად, ნუ აგრძნობინებთ მამაკაცს, რომ ვალდებულია რაიმე გააკეთოს თქვენ გამო, გაჩუქოთ საჩუქრები, მოგიწყოთ სიურპრიზები, მოგიყვეთ ყველა თავისი ნაბიჯის შესახებ დაწვრილებით და ა.შ, მიუდექით ურთიერთობას მსუბუქად და გაეცით იმდენი, რამდენსაც მისგან იღებთ.


6. ნუ იქნებით დაუცველი











ფოტო: allwomenstalk.com






დაუცველი ქალი სულაც არ არის მამაკაცისთვის მიმზიდველი და სექსუალური. შესაბამისად, ეცადეთ, მისი თანდასწრებით, ქალის, როგორც სუსტი სქესის სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლოთ. გამოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები. გვერწმუნეთ, ამას ყველა კაცი აფასებს და ძალიან სექსუალურად თვლის.


7. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას











ფოტო: allwomenstalk.com






გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც არ მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: მისი კულინარიული გემოვნება, მუსიკალური გემოვნება, სტილი, რომლითაც იმოსება. მაგრამ, გახსოვდეთ, არასოდეს მიუთითოს მას ამაზე. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, ნუ აიძულებთ მოუსმინოს ან მიირთვას განსხვავებულად.


8. იყავით მეგობრული











ფოტო: allwomenstalk.com






მამაკაცებისთვის, ისევე, როგორც ქალებისთვის მეგობრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი განსაკუთრებით აფასებენ ისეთ ქალებს, რომლებსაც მეგობრობის უნარი შესწევთ. იყავით მეგობრული თქვენ ირგვლივ არსებული ადამიანების მიმართ, გაუწიეთ ანგარიში მის მეგობრებსაც და რაც მთავარია, მიუდექით მას, როგორც საყვარელ მამაკაცსა და მეგობარს!


9. დაანახეთ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა











ფოტო: allwomenstalk.com






ნუ მოეკიდებით მის შემოთავაზებებს, გეგმებსა და უბრალოდ წინადადებებს უპასუხისმგებლოდ. ნებისმიერ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, მოიქეცით ღირსეულად, დაანახეთ, რომ თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ საკუთარი თავის წარდგენა სხვებისთვის ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ რეპუტაციასაც!


10. იყავით დამოუკიდებელი











ფოტო: allwomenstalk.com






მამაკაცებს ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ქალის დამოუკიდებლობასთან, როგორიც მის ძლიერ მხარეებთან. მათ რაიმეზე ან ვინმეზე დამოკიდებული ქალი ისევე მიაჩნიათ ნაკლებად სექსუალურად, როგორც დაუცველი. ამიტომ, ეცადეთ, იყოთ დამოუკიდებელი, გქონდეთ საკუთარი საქმე და ყოველ ნაბიჯზე დაამტკიცოთ საკუთარი ძლიერი მხარეების არსებობა.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.