Header Ads

როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი მამაკაცების ცოლები?


ბევრს ჰგონია, რომ ყველა მილიარდელის ცოლი ერთმანეთს ჰგავს: გამოპრანჭული მოდელები, რომლებიც მთელ დღეებს სილამაზის სალონებსა და ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებში ატარებენ. TREND. ცდილობს დაანგრიოს მსგავსი სტიგმები...


მარკ ცუკენბერგი და პრისცილა ჩანი











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






2016 წლის მონაცემებით მარკ ცუკენბერგის ქონება $50 მილიარდზე მეტს შეადგენს. მის მომავალ მეუღლეს მარკი ჰარვარდში სტუდენტობის დროს შეხვდა. პრისცილა ყოველთვის გვერდში ედგა მარკს და სჯეროდა მისი იდეების. მარკმა და პრიცილამ იქორწინეს 2012 წლის 19 მაისს, ცერემონიალი შედგა მათ საკუთარ სახლში. 2015 წლის 2 დეკემბერს კი გახდნენ მშობლები.


უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენკსი












უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია. 2016 წლის მონაცემებით მისი ქონება $70 მილიარდზე მეტს შეადგენდა. 1970-იან წლებში მან და ასტრიდმა ერთმანეთი გაიცნეს, იმ დროისთვის ასტრესი მიმტანად მუშაობდა. 16 წელია განსხვავება მათ ასაკს შორის, თუმცა მათ სიყვარულს ეს ხელს არ უშლის.


ბილ და მელინდა გეითსები











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






2016 წელს ბილ გეითსის ქონება $80 მილიარდზე მეტს შეადგენდა, ბილ გეითსი მომავალ მეუღლეს 1980-იან წლებში შეხვდა, მაიკროსოფტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. მათ იქორწინეს 1994 წელს და ჰყავთ 3 შვილი.


ლერი ფეიჯი და ლუსინდა საუთვორთი












ლერი ფეიჯი გუგლის ერთ-ერთი დამაარსებელია და $30 მილიარდზე მეტს ფლობს. მისი პარტნიორი 7 წლით უმცროსია მასზე და მუდამ ცდილობს ზედმეტ საზოგადოებრივ ყურადღებას თავი აარიდოს.


ჯეფ და მაკენზი ბეზოსი











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






ჯეფ მეზოსი ამაზონის დამაარსებელია და $60 მილიარდზე მეტს ფლობს. 1992 წელს გაიცნო მაკენზი, მაკენზი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ‘ჩვენი კაბინეტები ერთმანეთის გვერდზე იყო, ყოველ დღე მე მისი შესანიშნავი სიცილი მესმოდა, როგორ არ უნდა შემყვარებოდა ის?’ გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ მათ იქორწინეს და ახლა 4 შვილი ჰყავთ.


რიჩარდ და ჯოენ ბრენსონები












Virgin Group-ის დამაარსებლის ქონება $5 მილიარდია, რიჩარდი მომავალ მეუღლეს ანტიკური ნივთების მაღაზიაში შეხვდა. იმისდა მიუხედავად, რომ ჯოენი გათხოვილი იყო, რიჩარდი მის მოხიბვლას 1 წელი ცდილობდა. საბოლოოდ, ჯოენმა მიატოვა ქმარი და ცოლად რიჩარდს გაყვა, ახლა მათ 2 შვილი ჰყავთ.


ამანსიო ორტეგა და ფლორა პერეზ მარკოტი











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






ამანსიო ორტეგა ინტიდექსის მფლობელია, ინტიდექსი- ყველაზე დიდი მულტინაციონალური მოდის ინდუსტრიაა, რომლის მფლობელობაშიც ისეთი ბრენდები შედის, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Pull & Bear, Stradivarius, Bershka, Oysho, Uterque და Lefties. მისი ქონება კი $70 მილიარდზე მეტია. ფლორა წლების განმავლობაში ამანიოს მდივანი იყო, 2001 წელს კი მათ იქორწინეს.


შტეფან და კაროლინ პერსონები












შტეფან პერსონი, H&M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, $20 მილიარდს ფლობს. მისი მეუღლე, კაროლინი არც თუ ისე ტიპიური ფიგურაა ‘მაღალ საზოგადოებაში’. თვითონ შტეფანი ცდილებს თავი აარიდოს ტაბლოიდებს, ცნობილია, რომ წყვილს 3 შვილი ჰყავს და უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ.


ბერნარდ არნოლტი და ჰელენ მერსიე











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






Dior, Givenchy, Selin, Lacroix, Kenzo, Guerlain, Sephora, Hennessy, Moёt & Chandon, Dom Perignon, Pommery, Veuve Clicquot, და Krug-ის მოდის სახლის მფლობელის ბერნარდ არნოლტის ქონება $30 მილიარდს შეადგენს. ბერნარდს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა, ჰელენი კი პროფესიონალი პიანისტია. წყვილმა იქორწინა 1991 წელს და 5 შვილი ჰყავთ- 2 ბერნარდის პირველი ქორწინებიდან.


მაიკლ და სიუზან დელი












მაიკლის ქონება $20 მილიარდზე მეტია. სიუზანი პროფესიონალი ათლეტი იყო და ტრიათლონში იღებდა მონაწილეობას. მაიკლმა და სიუზანმა ერთმანეთი ‘ბრმა პაემანზე’ გაიცნეს და ახლა 4 შვილი ჰყავთ.


მაიკლ ბლუმბერგი და დაიანა ტეილორი











ფოტო: http:https://u7345p8979.ilyke.com






მაიკლ ბლუმბერგი არის პოლიტიკოსი, მეწარმე და ნიუ იორკის ყოფილი მერი. მისი ქონება $40 მილიარდს აღემატება. მაიკლი პირველ ცოლს დაშორდა და 2000 წლიდან მოქალაქეობრივ ურთიერთობაშია დიანასთან. წყვილმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ ისინი ქორწინებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავენ.


დევიდ და ჯულია კოხები












დევიდ კოხი კოპორაციის უფროსია, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციების, ნავთობგადამუშავების, ქიმიური წარმოების, არაბუნებრივი ბოჭკოების და პლასტმასის ექსპერტიზას აწარმოებს. 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით მისი ქონება $40 მილიარდად არის შეფასებული. ჯულია მან 20 წლის წინ მოიყვანა ცოლად და 3 შვილი ჰყავთ. ჯულია ძალიან იშვიათად ჩნდება პუბლიკაში- მთელ თავის დროს ოჯახს და კოხების საქველმოქმედო ფონდს უთმობს.






Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.