Header Ads

საუდის არაბეთი მსოფლიოს უდიდეს პილიგრიმობას უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებით დახვდება

არქივი, ჰაჯი მექაში

საუდის არაბეთში ჰაჯის წმინდა პილიგრიმობა 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მექაში, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რელიგიურ შეკრებას წელს 3 მილიონზე მეტი მუსლიმი დაესწრება. საუდის არაბეთმა დღეს ოფიციალურად დაასრულა უსაფრთხოების ზომებზე მუშაობა, რომელიც მუსლიმებს ტერორისტების შესაძლო თავდასხმისგან დაიცავს. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს. 

შეიხ ზაიდას კომპლექსში მოეწყო ოთახები, სადაც დიდი ეკრანებია დამონტაჟებული. სწორედ ამ ეკრანებიდან მიიღებს უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას შეკრებილი მასის მოძრაობაზე. კომპლექსში განთავსებული იქნება ათასობით კამერა. 

გარდა ამისა, ადგილზე იქნება სპეცრაზმი, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

საუდის არაბეთის საგანგებო უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა, მუჰამედ ბინ ვასლ ალ-აჰმადმა თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხალხის დიდი ნაკადის ისე მართვაა, რომ არავინ დაშავდეს. 

ჰაჯი არის  უდიდესი ყოველწლიური პილგრიმობა მსოფლიოში, რომელიც ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება, ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. 

ამ დროს მომლოცველები მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. 

მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც 1 400 წლის წინ, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.