Header Ads

კენიაში ბეჰემოტმა ტურისტი მოკლა

კენიაში, ტბა ნაივაშასთან, ნაკრძალში ბეჰემოტმა ჩინელი ტურისტი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

66 წლის მინ ჩუანგი ცხოველისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც ბეჰემოტმა მას გულ-მკერდის არეში უკბინა. შემთხვევისას ერთი ჩინელი  ტურისტიც დაშავდა.

მხოლოდ წელს, ამავე ტერიტორიაზე ბეჰემოტებმა 6 ადამიანი მოკლეს. ყოველწლიურად კი, აგრესიული აფრიკული ბეჰემოტები, რომელთა წონა სამ ტონამდე აღწევს, 500 ადამიანს კლავენ აფრიკის კონტინენტზე.

კენიისთვის ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა. ველური ბუნების სანახავად ქვეყანაში ჩასული ტურისტებისგან ქვეყანამ გასულ წელს $1.2 მილიარდი მიიღო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.