Header Ads

გერმანიაში კაცმა ციყვის გამო პოლიცია გამოიძახა

გერმანიის ქალაქ კარლსრუეში კაცმა პოლიციას ცხოველის მხრიდან მასზე თვალთვალის საჩივრით მიმართა და დახმარება სთხოვა. მომჩივანის თქმით, მას ფეხდაფეხ ციყვი დაყვება. 

მომჩივანის სახლში პოლიციამ მართლა აღმოაჩინა მღრნელი, რომელსაც იმ დროს ეძინა. 

პოლიციელები ამბობენ, რომ ცხოველი ჯერ ძალიან პატარაა და როგორც ჩანს დედა დაკარგა, ამიტომ ის დედის შემცვლელს ეძებდა და უცნობი კაცის სახლშიც ამ მიზნით დასახლდა. 

პოლიციამ ციყვს „კარლოს-ფრიდრიხი“ დაარქვეს და ის ცხოველთა გადარჩენის ცენტრს ჩააბარეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.