Header Ads

მინსკის იზოლატორიდან ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

გალინა ულასიკი

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ე.წ. БЕЛТА-ს საქმეზე დაკავებული  ინტერნეტგამოცემა TUT.BY-ს რედაქტორები  გალინა ულასიკი და ანა კალტიგინა გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემის დამფუძნებელი იური ზისერი Facebook-ზე ავრცელებს.

ულასიკი და კალტიგინა 7 აგვისტოს დააკავეს. იმავე დღეს იმავე გამოცემის ჟურნალისტი ანა ერმაჩენოკი და მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვაც დაიჭირეს. ისინი იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან. 

გამოძიების ფარგლებში, უკანასკნელ სამ დღეში სხვადასხვა გამოცემებიდან სულ 16 ბელარუსი ჟურნალისტი დააკავეს. მათგან 8 დაკითხვების შემდეგ გაუშვეს. დაკავებულებს ბრალად სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მოპარვა ედებათ.

საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА-ს ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის გამო დაიწყო. კომიტეტის მონაცემებით, 2017-2018 წლებში ასეთი 15 ათასი ინფორმაცია მოიპარეს, რამაც სააგენტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ე.წ. БЕЛТА-ს საქმეზე დაკავებული  ინტერნეტგამოცემა TUT.BY-ს რედაქტორები  გალინა ულასიკი და ანა კალტიგინა გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემის დამფუძნებელი იური ზისერი Facebook-ზე ავრცელებს.

ულასიკი და კალტიგინა 7 აგვისტოს დააკავეს. იმავე დღეს იმავე გამოცემის ჟურნალისტი ანა ერმაჩენოკი და მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვაც დაიჭირეს. ისინი იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან. 

გამოძიების ფარგლებში, უკანასკნელ სამ დღეში სხვადასხვა გამოცემებიდან სულ 16 ბელარუსი ჟურნალისტი დააკავეს. მათგან 8 დაკითხვების შემდეგ გაუშვეს. დაკავებულებს ბრალად სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მოპარვა ედებათ.

საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА-ს ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის გამო დაიწყო. კომიტეტის მონაცემებით, 2017-2018 წლებში ასეთი 15 ათასი ინფორმაცია მოიპარეს, რამაც სააგენტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.