Header Ads

მოწმე: მკვლელობის დღეს ჭანტურია ქუთათელაძის კაბინეტიდან იარაღით გამოვიდა



ფარული აუდიოჩანაწერით, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მასალებში დევს, ირკვევა, რომ ბრალდებულის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ავტომატურ იარაღს და ვაზნებს ბრალდებული გიორგი ჭანტურია სახლში ინახავდა.
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება მთავარი მოწმის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ 15 იანვარს გიორგი ჭანტურია მოკლულის კაბინეტიდან იარაღით ხელში გამოვიდა.
ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.
გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს.
ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში  მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.