Header Ads

საფრანგეთში სანქციებს დაუწესებენ საწარმოებს, რომელიც გადამუშავებად შეფუთვებს არ გამოიყენებენ

საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სანქციები გამოიყენონ იმ საწარმოებისთვის, რომლებიც არ გამოიყენებენ პლასტიკატის ისეთ შეფუთვას, რომელიც გადამუშავებას და მეორად გამოყენებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ France24 წერს.

უფრო ზუსტად, სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომელიც პროდუქციას გადამუშავებადი მასალით არ შეფუთავს, 10%-ით გაუძვირებს შეფუთვის ღირებულებას. ის კომპანიები კი, რომელიც ისეთ მასალას გამოიყენებენ, რისი გადამუშავებაც შეიძლება, 10%-ით შეუმცირდებათ პროდუქციის საწარმოებელი ხარჯი.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ეს ერთი სახეობის პროდუქტის ფასზეც აისახება და მომხმარებელი იმ პროდუქტზე გააკეთებს არჩევანს, რომელიც მის ბიუჯეტს დაზოგავს. შესაბამისად, ის საწარმოები, რომელიც გადამუშავებად მასალას არ გამოიყენებენ, კონკურენტუნარიანები ვეღარ იქნებიან.

საფრანგეთი ქვეყანაში არსებული პლასტიკური ნარჩენების 25%-ს გადაამუშავებს და მრავალჯერადად იყენებს. პლასტიკური წარმოება ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 40%-ით არის გაზრდილი. პლასტიკური ნარჩენები გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან არ იშლება ნიადაგში და წყალში აღმოჩენისას, ზღვის ცხოველებს იწირავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.