Header Ads

„დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის „ლოკომოტივმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. ანგირიში მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა და დინამოელები დააწინაურა, 20 წუთში ზივძივაძემ „ლოკომოტივის“ კარი მეორედ აიღო. 39-ე წუთზე ივანისენიამ ანგარიში 3:0 გახადა და „დინამოელები“ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარი კვლავ ზივზივაძის გოლით დაიწყო, ბუდუმ 48-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. სხვაობა გავაშელიშვილმა ჯერ 54-ე, შემდეგ კი 77-ე წუთზე შეამცირა. თბილისური დაპირისპირება, „დინამოელთა“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

მეოცე ტური ბოლნისის „სიონისა“ და „სამტრედიის“ მატჩით გაიხსნა, ბოლნისელებმა 4:0 მოიგეს. „საბუთალომ“ ფოთის „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხა, გორის „დილამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 1:3 წააგო. მეოცე ტურის მატჩი „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამო გადაიდო.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, 49 ქულით „საბურთალო“ პირველ ადგილზეა, „დინამო თბილისს“ 45 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს. მესამე ადგილზე 37 ქულით საჩხერის „ჩიხურაა“.

ეროვნული ლიგის 21-ე ტური ბოლნისის „სიონისა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩით, 17 აგვისტოს გაიხსნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.