Header Ads

მასწავლებლისა და სამაგისტრო გამოცდების შედეგები მომდევნო კვირიდან გამოქვეყნდება

2018 წლისათვის აბიტურიენტების ყველა საგნის გამოცდის შედეგი ცნობილია, თუმცა უცნობია რჩება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და მაგისტრანტთა გამოცდების შედეგები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეფასებები მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ინფრომაციას edu.aris.ge- ავრცელებს.

21 ათასამდე მასწავლებელს, ქულების გაგების შემდეგ, საშუალება მიეცემა, გაასაჩივროს ნაშრომები. საბოლოო შედეგები კი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე უნდა გამოქვეყნდეს.

მოქმედი მასწავლებლებისთვის გასული წლების მსგავსად, არ მოხსნილა შიდა ბარიერები. მასწავლებლის სახლის ცნობით: „მასწავლებელმა შიდა ზღვარი უნდა გადაილახოს და ყველა ბარიერის გადალახვის შემდეგ დაანგარიშდება თუ რამდენი კრედიტი დააგროვა მან ჯამური ქულების შეკრებით.

რაც შეეხება მაგისტრანტებს, მათი შედეგების განთავსება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტური და წერითი დავალებების შედეგები ერთად გახდება ცნობილი.

რაც შეეხება აბიტურიენეტებს, მათ ნაშრომების გასაჩივრება 15 აგვისტომდე შეუძლიათ.

10 აგვისტოს,  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო კონკურსის ქულები გამოაქვეყნა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.