Header Ads

უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს

კონსულტაციები

საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე აცხადებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები გარკვეული თამაშის ნაწილია, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსულტაციების პროცესში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“ეს კონსულტაციები არის ფორმალური ხასიათის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სკეპტიკურად ვართ განწყობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა შტოს თანამდებობებზე საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახლობლები წარადგინა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ესეც რაღაც თამაშის ნაწილია. არ არის გამორიცხული, რომ მას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. ჩვენი მოლოდინების მიუხედავად, კანონსა და კონსტიტუციას პატივს ვცემთ და კონსულტაციების პროცესში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებს მდინარაძე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტის მრჩევლები დღეს არასამთავრობოებს შეხვდნენ

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე აცხადებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები გარკვეული თამაშის ნაწილია, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსულტაციების პროცესში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“ეს კონსულტაციები არის ფორმალური ხასიათის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სკეპტიკურად ვართ განწყობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა შტოს თანამდებობებზე საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახლობლები წარადგინა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ესეც რაღაც თამაშის ნაწილია. არ არის გამორიცხული, რომ მას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. ჩვენი მოლოდინების მიუხედავად, კანონსა და კონსტიტუციას პატივს ვცემთ და კონსულტაციების პროცესში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებს მდინარაძე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტის მრჩევლები დღეს არასამთავრობოებს შეხვდნენ

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.