Header Ads

მუშა, რომელსაც ლითონის სოლმა ტვინში გაუარა, თავს კარგად გრძნობს

ჩინელი მუშა ცოცხლი დარჩა მას შემდეგ, რაც თავში ლითონის სოლმა გაუარა იუწყება ბრიტანული გამოცემაDaily Mail.

ინციდენტი 28 ივლისს ჰანსუს პროვინციაში მოხდა. 56 წლის მამაკაცი მშენებლობაზე დამცავი ჩაფხუტის გარეშე მუშაობდა, როცა დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი სამმეტრიანი ლითონის სოლი თავში ჩაერჭო.

ინციდენტის ადგილზე მოსულმა მაშველებმა სოლი გადაჭრეს, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაეყვანათ. მედიკოსების თქმით, ლითონის სოლი ტვინში დაახლოებით 20 სმ-ის სიღრმეზე იყო შესული. ოპერაციის დროს მოხდა მისი ამოღება და თავის ქალის მთლიანობის აღდგენა.

გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულს ოპერაციის შემდგომი გართულებები არ ჰქონია, თავს კარგად გრძნობს და ერთი კვირის შემდეგ კლინიკას დატოვებს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.