Header Ads

ლაგოდეხში სამი ხევი ადიდდა

ვითარება ლაგოდეხში

ლაგოდეხის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში ადიდებული ხევებია. მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ადიდდა შრომის ხევი, ლაგოდეხის ხევი და ნინოს ხევი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს

„იმ შემთხვევაში, თუ კალაპოტებში წყლის დონე მოიმატებს, მობილიზებული გვყავს შესაბამისი ტექნიკა, რომლიც მთელი საღამოა კალაპოტის ნაპირგამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ჩვენი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული და ყველა შემთხვევაში მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, - განაცხადა მდივნიშვილმა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.