Header Ads

ილონ მასკის ტვიტით აშშ-ის ხელისუფლება დაინტერესდა

ილონ მასკი

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაინტერესდა. საუბარია 7 აგვისტოს მასკის მიერ Twitter-ზე დაწერილი პოსტის შესახებ, რომელშიც მასკი კომპანიის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის სურვილის შესახებ წერს. მასკი წერს, რომ მსურველს თითო აქციას $420-ად მიჰყიდის და მიანიშნა, რომ მსურველები უკვე გამოჩდნენ. ამ განცხადების გამო, Tesla-ს აქციების ფასი Nasdaq-ის ბირჟაზე გაიზარდა

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კომისიას აინტერესებს, რატომ გააკეთა მასკმა ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით და არა კომისიის მისამართით განკუთვნილ ოფიციალურ წერილში. კომისია ასევე შეამოწმებს მასკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას აქციების გამოსასყიდად დაფინანსება აქვს.

სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, მასკის კომპანიის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შემთხვევაში $420 დოლარად Tesla-ს ფასი დახლოებით $82 მილიარდს შეადგენს.

ამავე დღეს, Financial Times-მა დაწერა, რომ Tesla-ს აქციების პაკეტი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა იყიდა. საუბარია 3%-დან 5%-მდე მოცულობის აქციათა პაკეტზე.

2018 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს დანაკარგების მაჩვენებელი რეკორდული იყო. ერთ კვარტალში კომპანიამ 717,5 მილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგი დათვალა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, კომპანიის დანაკარგები თითქმის ორჯერ გაიზარდა. 

აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.  2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, თუმცა მყიდველებისთვის მანქანის დროზე მიწოდება ვერ ხერხდებოდა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაინტერესდა. საუბარია 7 აგვისტოს მასკის მიერ Twitter-ზე დაწერილი პოსტის შესახებ, რომელშიც მასკი კომპანიის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის სურვილის შესახებ წერს. მასკი წერს, რომ მსურველს თითო აქციას $420-ად მიჰყიდის და მიანიშნა, რომ მსურველები უკვე გამოჩდნენ. ამ განცხადების გამო, Tesla-ს აქციების ფასი Nasdaq-ის ბირჟაზე გაიზარდა. 

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კომისიას აინტერესებს, რატომ გააკეთა მასკმა ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით და არა კომისიის მისამართით განკუთვნილ ოფიციალურ წერილში. კომისია ასევე შეამოწმებს მასკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას აქციების გამოსასყიდად დაფინანსება აქვს.

სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, მასკის კომპანიის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შემთხვევაში $420 დოლარად Tesla-ს ფასი დახლოებით $82 მილიარდს შეადგენს.

ამავე დღეს, Financial Times-მა დაწერა, რომ Tesla-ს აქციების პაკეტი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა იყიდა. საუბარია 3%-დან 5%-მდე მოცულობის აქციათა პაკეტზე.

2018 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს დანაკარგების მაჩვენებელი რეკორდული იყო. ერთ კვარტალში კომპანიამ 717,5 მილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგი დათვალა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, კომპანიის დანაკარგები თითქმის ორჯერ გაიზარდა. 

აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.  2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, თუმცა მყიდველებისთვის მანქანის დროზე მიწოდება ვერ ხერხდებოდა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.