Header Ads

Facebook-ის Friend List Feed-ზე შეფერხება დაფიქსირდა

Facebook

Facebook-მა განყოფილება, სადაც მეგობრების ჩამონათვალის (Friend list) ცალკეული კატეგორიის „კედელის“ ნახვაა შესაძლებელი რამდენიმე საათით დახურა. ინფორმაცია სოცქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს

საუბარია განყოფილებაზე, სადაც სოცქსელის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მეგობრები სხვადასხვა კატეგორიებად დაყოს. მაგალითად: კოლეგები, ოჯახი, მეგობრები და შესაბამისად მათი სიახლეები სხვადასხვა არხზე წაიკითხოს. 

მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურა Facebook-ი და განმარტა, რომ მომხმარებელს კვლავ შეუძლია ე.წ. Friends List Feed-ით სარგებლობა. უცნობია შეფერხების კონკრეტული მიზეზი, თუმცა ერთ-ერთ ხარვეზად აპლიკაციის ძველი ვერსია განიხილება. 

ჯერ კიდევ 2011 წელს Facebook-მა თქვა, რომ მეგობრების ცალკეული სია მომხმარებლების 95%-ს არ შეუქმნია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.