Header Ads

თურქეთი: სავაჭრო ტარიფების გაორმაგება WTO-ს წესებს ეწინააღმდეგება

თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება. განცხადებას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ Anadolu წერს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თურქეთი მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესების შესაბამისად მოქმედებს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისგან შესაბამის ქმედებებს ელის. 

10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თურქული ალუმინისა (20%) და ფოლადის (50%) იმპორტზე ტარიფები გააორმაგა

ლითონის ტარიფების გაორმაგების შემდეგ თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა. ამ საკითხზე მოსაზრებას გამოთქვამენ ექსპერტები

ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელი პასტორის პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.

ოფიციალური ვაშინგტონის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ანკარა ტერორისტებთან კავშირსა და ჯაშუშობაში ბრალდებული პასტორის გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასტორს 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთში პატიმრობაშია.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება. განცხადებას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ Anadolu წერს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თურქეთი მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესების შესაბამისად მოქმედებს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისგან შესაბამის ქმედებებს ელის. 

10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თურქული ალუმინისა (20%) და ფოლადის (50%) იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. 

ლითონის ტარიფების გაორმაგების შემდეგ თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა. ამ საკითხზე მოსაზრებას გამოთქვამენ ექსპერტები. 

ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელი პასტორის პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.

ოფიციალური ვაშინგტონის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ანკარა ტერორისტებთან კავშირსა და ჯაშუშობაში ბრალდებული პასტორის გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასტორს 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთში პატიმრობაშია.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.