Header Ads

სირიაში 2011 წლის შემდეგ პირველი მუნიციპალური არჩევნები ტარდება

არჩევნები

სირიაში 2011 წლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნები პირველად იმართება. ბაშარ ასადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რეგიონებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიღო. ადგილობრივ ადმინისტრაციულ საბჭოებში 18 478 ადგილის დასაკავებლად 40 ათასზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ქვეყანაში 6 500-ზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს. ამის შესახებ Aljazeera წერს. 

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ დგანან საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლები დამასკოში, ტარტუსსა და ლატაკიაში. 

კანდიდატთა უმეტესობა სირიის მმართველი ძალის, არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის წევრია. 

არჩევნებში ვერ მონაწილეობს 5 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი და ექვს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.