Header Ads

2017 წლის მონაცემებით აშშ-ში 44.5 მილიონი ემიგრანტი ცხოვრობს

აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი 2017 წელს წინა წელთან შედარებით, 1.8% -იდან 13.7% -მდე გაიზარდა.2017 წლის მონაცემებით აშშ-ში 44.5 მილიონი ემიგრანტი ცხოვრობს, ემიგრანტების უმრავლესობა ჩინეთშია დაბადებული. უცხოელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. 

შეერთებული შტატების მოსახლეობის რიცხვმა 2017 წელს 326 მილიონს მიაღწია.

2017 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ საიმიგრაციო ლატარიით აშშ-ში ყველაზე ცუდი ადამიანები ხვდებიან.

ივლისის დასაწყისში კი აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის საიმიგრაციო კანონებს მსოფლიოში ყველაზე მოქნილი უწოდა. მისი თქმით, დემოკრატები ქვეყნის საზღვრების გახსნას ცდილობენ და ეს იმის მიუხედავად როცა დანაშაულის რიცხვი იზრდება. ტრამპი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელების მიზანი საზღვრების დაცვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. 

დონალდ ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახეგადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა

ტრამპი მიიჩნევს, რომ მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე უნდა მოხდეს. მისი თქით, აშშ-ში ბევრი ბავშვი მშობლების გარეშე ჩადის. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.