Header Ads

კვლევა: 2017 წელს ისლამისტურ ექსტრემიზმს 84 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა

ბომმბი

მსოფლიოში არსებული 120-მდე დაჯგუფება, რომლებიც იზიარებენ ისლამისტური ექსტრემიზმის იდეას, გასულ წელს ათობით ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ექსტრემისტულ ქმედებებს 84 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 22 ათასამდე ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამის შესახებ CBS News-ი ვაშინგტონის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს. 

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მსოფლიოს 48 სხვადასხვა ქვეყანაში, 7 841 ექსტრემისტული თავდასხმა მოხდა, ანუ დღეში საშუალოდ, 21 თავდასხმა ფიქსირდებოდა. 

სირიის კონფლიქტში 29 სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფი იყო ჩართული. აქ საჰაერო თავდასხმების 44% ISIS-ის მებრძოლების მიერ განხორციელდა. მსოფლიოში ისლამისტურ ექსტრემიზმს შეწირულ მშვიდობიან მოქალაქეთა ნახევარი სირიელი იყო. თვითმკვლელ ტერორისტთაგან 181 ქალი იყო. 

გაეროს მონაცემების მიხედვით, ერაყსა და სირიაში ამ დრომდე რჩება ISIS-ის 20 ათასიდან 30 ათასამდე მებრძოლი. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.