Header Ads

21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, იქნება დასჯადი- გახარია

მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში, ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შსს-ს მიერ მომზადებულიახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა. შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე.

„ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.