Header Ads

ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად $2 მილიარდიანი ფონდი დაარსა

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის მფლობელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, უსახლკაროების დასახმარებლად, ცოლთან ერთად $2 მილიარდიანი ფონდი დააარსა. მისი სახელწოდება 'Bezos Day One Fund' იქნება და იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც მზად იქნებიან დაეხმარონ დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post-ი ავრცელებს.

ბეზოსის ქონება ამჟამად 163 მილიარდი დოლარია. ის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ კომპანიაა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კონცერნი კანადაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპაში ოპერირებს. სექტემბრის დასაწყისში Amazon-ი მესამე კომპანია გახდა მსოფლიოში, რომლის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.