Header Ads

საჰარის უდაბნოს 4-ჯერ მეტი ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია, ვიდრე მსოფლიო დღეს მოიხმარს

საჰარის უდაბნო

საჰარის უდაბნოში ფართო მასშტაბის მქონე მზის და ქარის სადგურების განთავსების შემთხვევაში, იქ მიღებული ელექტროენერგია დედამიწაზე არსებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე 4-ჯერ მეტი იქნება. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელზეც ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევისას სიმულაციურ მოდელში ქარის და მზის პანელები მსოფლიოს უდიდეს უდაბნოებში დაამონტაჟეს. სპეციალისტების თქმით, საჰარის უდაბნოს უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია, საჰელი კი (მიკროკლიმატური ზონა საჰარის უდაბნოში, რომელიც გადაჭიმულია სენეგალიდან სუდანამდე) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ტერიტორიაა, რომლის მზარდ პოპულაციასაც კლიმატის ცვლილებამ დიდი ზიანი მიაყენა. 

2017 წლის გვალვამ 6 ქვეყნის 5 მილიონამდე ადამიანი სასურსათო კრიზისის წინაშე, ბავშვები კი სიკვდილიანობის მაღალი რისკის წინაშე დააყენა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უდაბნოში მზის და ქარის სადგურებისა და პანელების გაკეთება მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ტერიტორიებზე არსებულ კლიმატს. მათი თქმით, მზის ბატარეები მზის ენერგიას შთანქავს და შესაბამისად, მიწის ზედაპირის ტემპერატურა დაბლა დაიწევს. ასევე შესაძლებელია, რომ მათ გამოიწვიონ ტენიანობის ზრდა, რაც წვიმას შეუწყობს ხელს. 

ფუტურისტული კვლევის თანახმად, თუ უდაბნოები სრულად დაიფარება ქარის ელექტროსადგურებით, მათი 1/5 კი მზის ბატარეებით, საშუალოდ ყოველდღიური ნალექის მოცულობა 0.24 მმ-დან 0.59 მმ-მდე გაიზრდება.

მეცნიერების თქმით, თუ საჰარის უდაბნოს მეოთხედზე მაინც განთავსდება ქარის სადგურები, უდაბნოში ნალექის დონე საშუალოდ 0.17 მმ-ით გაიზრდება. 

ამ შედეგების მიუხედავად, სპეციალისტებისთვის ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადგურებისთვის საჭირო ინვენტარისა და მათი ინსტალაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის უდაბნოებში გადატანის სირთულეა. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს 'საჰარის' ფართობი 1920 წლის შემდეგ 10%-ით გაიზარდა. მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებები უდაბნოს ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.