Header Ads

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა

საფეხბურთო კლუბ 'ლოს-ანჯელეს გალაქსის' თავდამსხმელმა, შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. 'ტორონტოს' წინააღმდეგ გამართულ მატჩზე მისი გუნდი 0:3 აგებდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა კარიერის მეხუთასე გოლი შეაგდო მოწინააღმდეგის კარში. საბოლოოდ მატჩი 3:5 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, ბომბარდირმა Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე იბრაჰიმოვიჩს ხელში კვერთხი უჭირავს, რომლის თავშიც ბურთია. ფოტო დასათაურებულია შემდეგნაირად: 'გოლების ღმერთი!'

500 pic.twitter.com/EObuJwoaMA

— Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) September 16, 2018

იბრაჰიმოვიჩი მესამე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც თავის კარიერაში 500 გოლი გაიტანა. მანამდე ეს კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ შეძლო. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.