Header Ads

აშშ-ში ფოსტალიონმა 6 ათასი მისალოცი ბარათი საჩუქრად გაგზავნილ ფულთან ერთად მოიპარა

მისალოცი ბარათები

აშშ-ში, უისკონსინის შტატში, ქალაქ  უავატოსაში ფორტალიონი მისალოც ბარათებს საჩუქრად გაგზავნილ ფულთან ერთად იპარავდა. ამის შესახებ Usa Today წერს. 

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საფოსტო სერვისს არაერთმა მოქალაქემ მიმართა ჩივილით, რომ მისალოცი ბარათები ადრესატებამდე არ მიდიოდა. 

20 წლის იბონი სმიტმა დანაშაული უკვე აღიარა. ის ფოსტალიონად 2015 წლიდან მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, თავიდან კვირაში მხოლოდ 40 დოლარამდე იპარავდა, თუმცა მოგვიანებით 50-100 დოლარსაც იღებდა სასაჩუქრე ბარათებიდან. 

პოლიციამ მის ავტომობილში ჯერ კიდევ გაუხსნელი 45 ბარათიც აღმოაჩინა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა თანხა მოიპარა გოგომ მუშაობის დროს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.