Header Ads

მეზვრიშვილი: კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კანონპროექტი არც წაუკითხავთ

ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ახდენს და სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვისათვის.

რაც შეეხება კანაფის მოყვანისა და წარმოების შესახებ არსებულ მითქმა-მოთქმას, მეზვრიშვილის თქმით გავრცელებული მოსაზრებები არასწორია და იმ პირების უმრავლესობას, ვინც ბოლო დღეებში ამ საკითხებზე საუბრობდა, წაკითხული არ ჰქონია კანონპროექტი.

,, ბოლო დღეების განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი აზრი და მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მათ შორის კომენტარებს აკეთებდნენ ის ადამიანები, რომელთაც კანონპროექტი საერთოდ წაკითხული არ ჰქონდათ და შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მთავრობის კანონპროექტი თავისუფალ მიმოქცევაში უშვებს ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში კანაფს ან მარიხუანას, თითქოს ჩვენ ვიწყებთ ქვეყანაში ნარკოტიკების გაყიდვას, ხელს ვუწყობთ მოხმარებას და ა.შ. - ეს ყველაფერი არის სიცრუე.” - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.