ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი რინგზე ბრუნდება

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი რინგზე ბრუნდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას სურს მენი პაკიაოს დაუპირისპირდეს. როგორც სპორტსმენი Instagram-ზე წერს, შეხვედრა 2018 წლის ბოლომდე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ის პაკიაოს 2015 წელს უკვე დაუპირისპირდა. შეხვედრა მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა.
View this post on Instagramმეივეზერი რეკორდსმენია პროფესიონალ მოკრივეებს შორის. მან 50-ვე ბრძოლა მოიგო, რომელშიც კი მონაწილეობდა.
2017 წლის აგვისტოში, მეივეზერმა და მაკგრეგორმა კრივის წესებით გამართეს ორთაბრძოლა, რომელიც ამერიკელმა მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ამის შემდეგ მეივეზერმა თქვა, რომ კარიერა დაასრულა.
წყარო