Header Ads

იემენში რადიოსადგურზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

იემენი

დასავლეთ იემენში, წითელი ზღვის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ადგილობრივი რადიოს სადგურზე შეიარაღებულ საჰაერო თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხივე რადიოს თანამშრომელი იყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

რეგიონში საუდის არაბეთის მიერ ჩამოყალიბებული კოალიციური ძალები და აჯანყებული ადგილობრივი ჰუსიტები ჰოდეიდაზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან. ქალაქს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, - გარდა საპორტო ფუნქციისა, ის წითელ ზღვას დედაქალაქთან, სანასთან აკავშირებს. ჯერჯერობით ორივე ქალაქს ჰუსიტები აკონტროლებენ. 

გაეროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კოალიციური ძალები აფეთქების სამიზნეებად ხშირად იყენებენ სკოლებს, საავადმყოფოებს და მაღაზიებს, რასაც ათასობით ადამიანი ეწირება. გაეროს ოფიციალური ანგარიში იემენის საკითხზე შემდეგ თვეში გამოქვეყნდება.

იემენში ხუსიტებისა (შიიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰ“) და პრეზიდენტის მხარდამჭერ გაძევებულ სუნიტურ ძალებს შორის სამოქალაქო ომი 2014 წლიდან გრძელდება. არაბული კოალიცია პრეზიდენტის ჯარს უჭერს მხარს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.