Header Ads

საქართველოში კანაფის წარმოება მკაცრად ლიცენზირებული იქნება

საქართველოს მთავრობა განიხილავს ვერსიას, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით, საექსპორტოდ, ქვეყანაში კანაფის წარმოება დაიწყოს. თუმცა ეს საქმიანობა მკაცრად ლიცენზირებული იქნება. შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს და მასზე ხვალ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

მმართველმა გუნდმა ეს იდეა ჯერ კიდევ გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც კანაფის ექსპორტი ხდება, არის ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია და სხვები. 

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

საქართველოს მთავრობა განიხილავს ვერსიას, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით, საექსპორტოდ, ქვეყანაში კანაფის წარმოება დაიწყოს. თუმცა ეს საქმიანობა მკაცრად ლიცენზირებული იქნება. შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს და მასზე ხვალ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

მმართველმა გუნდმა ეს იდეა ჯერ კიდევ გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც კანაფის ექსპორტი ხდება, არის ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია და სხვები. 

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.