Header Ads

გიორგი ტატუნაშვილი შვილის წამებაში ბრალდებულების ინტერპოლით ძებნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გიორგი ტატუნაშვილი

ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების ინტერპოლით ძებნის დაწყებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის წითელი ცირკულარით ძებნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს.

გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მას ეჭვი ეპარება ბრალდებულებმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვონ, თუმცა მისივე თქმით, მათი სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცემს პასუხს.

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე ქართული მხარის მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

„ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად“, - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 აგვისტოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“  ევროპულ სასამართლოში სარჩელ - „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. სასამართლოში მთავარ მტკიცებულას წარმოადგენს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს. სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ქვეყანაში პოლიტიკური რეაგირებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიღუპა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვევლ დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების ინტერპოლით ძებნის დაწყებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის წითელი ცირკულარით ძებნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს.

გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მას ეჭვი ეპარება ბრალდებულებმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვონ, თუმცა მისივე თქმით, მათი სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცემს პასუხს.

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე ქართული მხარის მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

„ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად“, - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 აგვისტოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“  ევროპულ სასამართლოში სარჩელ - „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. სასამართლოში მთავარ მტკიცებულას წარმოადგენს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ქვეყანაში პოლიტიკური რეაგირებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიღუპა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვევლ დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.