Header Ads

სუსში ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილეც დაიბარეს

სუსი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ სუსის პრესსამსახურში აცხადებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ სუსის პრესსამსახურში აცხადებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.