Header Ads

როდის ღალატობს კირჩხიბი მამაკაცი

ტიპიურ კირჩხიბს, საყვარელი ქალის ღალატი საკმაოდ ძნელად ეხერხება.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ძალიან უნდა „სანიმუშო მეოჯახის“ როლი რაც შეიძლება ხანგრძლივად და ამაყად ატაროს.



ამასთან ერთად, კიბოზე უკეთ არავის ესმის ღალატით მიყენებული ტკივილის არსი და რაობა. შესაბამისად იგი მაქსიმალურად ერიდება, სხვასაც მიაყენოს მსგავსი დისკომფორტი, თუმცა თუკი მაინც ისე მოხდა რომ დაკავებულ კირჩხიბ მამაკაცს, რაღაც საშინელი, „ფატალური სიყვარული“ დაეჯახა ცხოვრების გზაზე, საწყის ეტაპზე იგი ბევრს ინერვიულებს და შეეცდება შექმნილ სიტუაციაში, რაც შეიძლება მეტი თავის გასამართლებელი საბუთი მონახოს დანაშაულის ე,წ „Femme fatale“-სთვის გადასაბრალებლად.



სავარაუდო ღალატის სიმპტომებს კი კიბოს მხრიდან, ამ ცხოვრების უსამართლობაზე და ზოგადად ადამიანთა მოდგმის სიმუხთლეზე ფილოსოფიური საუბრების სიხშირით მიხვდებით.  

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.